ეს თქვენ!!!...

вторник, 29 июня 2010 г.

ninos blogi

ქალბატონო ნინო! თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. გმადლობთ! პატივისცემით ლალი ქობულაძე!...

четверг, 17 июня 2010 г.

воскресенье, 29 ноября 2009 г.

ემი მასწავლებელი:
ჩემი მასწავლებელი არის კეთილი, მოსიყვარულე, ალერსიანი, ჭკვიანი... ძალიან მიხარია, რომ მივდივარ სკოლაში და ალერსიან მასწავლებელს ვხედავ. იგი დიდი სიყვარულით გვიხსნის ყველაფერს. სწორედ მან მასწავლა ,, დედა ენა". იგი სულ თავს დაგვტრიალებს და ჩვენს დანახვაზე დიდ სითბოს გადმოსცემს მისი თვალები.იგი გვასწავლის იმ გზისკენ სიარულს, რომელსაც ცოდნის საუნჯესთან მივყავართ. აი ასეთია ჩემი მასწავლებელი. ჩემი ნინო მასწავლებელი ყოველთვის ძალიან მეყვარება.
,, ჩემი მასწავლებელი
კეთილი და კარგია
ბავშვებს ისე გვასწავლის უკეთესი არც კია.
ჩემი მასწავლებელი
იცით რა კეთილია?
მისი სითბო, ალერსი,
სწავლის საკმეველია."
/ვიკა ბოდოკია/

ჩემი მასწავლებელი ძალინ ტკბილი და მომთმენია. ის ყოველთვის ცდილობს ბევრი კარგი გვასწავლოს . ხანდახან ცუდად ვიქცევით, მაგრამ ის მაინც არ გვიბრაზდება. ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ის საზღვარგარეთ მიდის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება მომავალ წელს. როცა დიდი გავიზრდები ჩემს მასწავლებელს აუცილებლად ვასახელებ ჩემი კარგი საქციელით. მშვიდობა გქონდეს, ჩემო ნინო მასწავლებელო და მალე დაბრუნდი! ძალიან მომენატრები!!!...

/ნიკა ხურციძე/


Cemi pirveli maswavlebeli aris nino Sengelia. man Segvaswavla wera -kiTxva da Segviyvana im did samyaroSi rasac swavla qvia ,Cemi maswavlebeli aris tbili, mosikvarule , is xom Cveni meore dedaa, gulTan miaqvs da ganicdis Tu romelime misi moswavle avad gaxdeba . Zalian guli mwydeba rom gvtovebs ,imedia seqtemberSi isev dagvibrundeba. Cems sayvarel maswavlebels vusurveb pirvel rigSi janmrTelobas da sulier siZlieres . rodesac moiwyens yovelTvis gaixsenos Cveni eSmakobebi.

/თორნიკე სვანიძე/

Cemi maswavlebeli aris lamazi, nazi, Wkviani da bavSvebis mosiyvarule. me is Zalian miyvars. is kargad gvamecadinebs da vgrZnobT, rom Zalian vuyvarvarT. Cvenc gviyvars igi. me Zalian mixaris, rom nino maswavleblis jgufSi movxvdi. Zalian miyvars nino maswavleblis Catarebuli gakveTilebi, radgan mas unda, rom Cven viyoT ganaTlebuli adamianebi. roca me gavizrdebi da codna meqneba me vasaxeleb nino maswavlebels.

/ana balanCivaZe/

me Zalian miyvars nino maswavlebeli. man maswavla wera-kiTxva. maziara qarTuli ebis madls. masSi bevri kargi Tviseba davinaxe: siTbo, sikeTe da silamaze. me minda, rom misi ojaxi kargad iyos da TviTonac janmrTeli da gaxarebuli iyos...

/mariam garayaniZe/

Cemi nino maswavlebeli Zalian miyvars. is CvenTvis dedasaviTaa. masze ukeTesi aravin gvyavs. skolidan wamosvla ar minda. netav meTormete klasamde gvaswavlos, magram vici ase ar aris.skolaSi misvla mixaria, radgan is gvitarebs gakveTilebs.skola rom damtavrdeba albaT kidev SevxvdebiT. is me Zalian miyvars da sul meyvareba dedasaviT.man gvaswavla wera-kiTxva. wera rom ar vicodeT verafers ver davwerdiT. man Zalian bevri ram gvaswavla.

/mariam xmeliZe/

Cemi maswavlebeli aris guliTadi, Wkviani, bavSvebis moyvare. is aris yvelaze kargi maswavlebeli da amitom Zalian miyvars da me minda, rom sul maswavlides igi. bavSvebs kargad eqceva.

/ nini qoCqiani/

Cemma maswavlebelma bevri ram maswavla da gamagebina. misi Zalian madlieri var. minda rom Tqvengan ufro meti gavigo. Zalian kargi maswavlebeli xarT, romelic ase Zaliian mWirdeboda. Tqveni daxmarebiT viswavle: qarTuli, maTematika, buneba, xelovneba, musika. kargi qna dedaCemma Tqvennair maswavlebelTan rom momiyvana. madloba nino maswavlebelo, amdeni ram rom gvaswavleT da dagyavdiT speqtaklebze da gvarTobdiT, gvamxiarulebdiT. Tqveni didi madlieri viqnebi.

/Tekle melaZe/

rodesac pirvelad skolis karebi SevaRe Semomxvda nino maswavlebeli. is Zalian Semiyvarda. man maswavla wera-kiTxva. Semayvara swavla. bavSvebis mimarT aris megobruli. Zalian guli mwydeba, rodesac maxsendeba, rom nino maswavlebeli SeiZleba Segvecvalos da sxva maswavlebeli Semovides Cvens klasSi.

/eldar gvancelaZe/



პროექტის სახელი:
როგორ ვიყენებთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?

პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები შეიძენენ ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უფრო მეტ ცოდნას.


პროექტის სრული აღწერა:
დება წინასწარი გამოკვლევა. თუ რა იციან მოსწავლეებმა ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. ამის შემდეგ ტარდება გაკვეთილების ციკლი სხვადასხვა საგნებში ინფორმატიკის კაბინეტში და მოსწავლეები კონკრეტულად სწავლობენ თუ როგორ შეიძლება ისტ გამოყენება. თამაშ-თამაშით სწავლობენ: მცირე ზომის ტექსტის ჩაწერას,კითხულობენ სხვის ნამუშევარს, სწავლობენ შეკრება-გამოკლებას 100-ის ფარგალში, მოიძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას მასწავლებლის მიერ შერჩეულ საკითხზე, ხატავენ და აფერადებენ ნახატებს.

მონაწილეთა ასაკი:
7-8 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ტარდება წინასწარი კვლევა მოსწავლეთა შორის თუ
  • რა იციან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე?
  • რომელ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს იყენებენ ცხოვრებაში?
  • რა მიზნით იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
  • გამოუყენებიათ თუ არა სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები?
კეთდება შედეგების ანალიზი. მოსწავლეებს უტარდებათ შესაბამისი გაკვეთილები კომპიუტერის გამოყენებით.
ქართულ ენაში
შეადგინე ორ ასოიანი, სამ ასოიანი, ორ მარცვლიანი, სამ მარცვლიანი სიტყვები, ორსიტყვიანი წინადადება, სამ სიტყვიანი წინადადება და დაწერე. (მოსწავლეები წერენ vord-ის ტექსტურ რედაქტორში.) იპოვე და გაასწორე შეცდომები ასევე ეძლევათ სხვადასხვა დავალებები შემეცნებითი საიტებიდან.
მათემატიკაში:
ქმნიან და ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს: ამოცანის ამოხსნა, მაგალითები შეკრება -გამოკლებაზე 100-ის ფარგალში. მუშაობა ხდება როგორც წყვილებში, ისევე ჯგუფურად და ინდივიდუალურად.
ბუნებისმცოდნეობა:
მასწავლებლის მითითებით მოიძიებენ მცირე ინფორმაციებს დედამიწის ირგვლივ მოგზაურობის შესახებ, პოულობენ სხვადასხვა სურათებს და ახდენენ მათ პრეზენტაციას.
ხელოვნება-შრომა:
მოსწავლეები ასრულებენ ნახატებს და აფერადებენ კიდეც მასწავლებლის მითითებით. სამი გოჭის სახლის აგება ნიმუშის მიხედვით...

ხდება პროექტის შეფასება და პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება, შეიქმნას:
მოსწავლეს განუვითარდება ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ელემენტარული უნარ-ჩვევები, შეექმნება პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და განსავითარებლად, იმ დამოკიდებულებების საფუძვლის ჩასაყრელად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება,
  • მოსწავლეები ხარისხიანად შეასრულებენ სწავლების დაწყებითი საფეხურის ამოცანებს.
  • საგანმანათლებლო პროექტის ცენტრში იქნება თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი ასაკთან შესაფერისი ინტერესებით;
  • სწავლება განხორციელდება მოსწავლის და მასწავლებლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიებით.
  • ჩატარდება მრავალფეროვანი გაკვეთილები;
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ ისტ გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • ჩატარდება კვლევები;
  • მოსწავლეები წახალისდებიან სიგელებით და სხვა ჯილდოებით.


სარგებელი სხვებისთვის:
რა მარტო ერთი კლასის, არამედ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც გაეცნობიან ისტ საშუალებებს ამ მოსწავლეების მაგალითზე.

სამუშაო ენა:
ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებების თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად. ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება..


პროექტის ფასილიტატორი: ნინო შენგელია.

პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
ninucishengelia@gmail.com




ჩვენი პირველი ნამუშევრები:




ცოტა რამ ჩვენს შესახებ:
ჯუბა მშვილდაძე.
მე მქვია ჯუბა. ვსწავლობ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში II/1
კლასში. ვცხოვრობ საერთო ბინაში. ჩემ ბი
ნას 9 სართული აქვს. მე ვცხოვრობ III სართულზე. დედას ხშირად დავყავარ სასეირნოდ, რაც ძალიან მსიამოვნებს. მე მომწონს ფეხბურთი და ხშირად ვუყურებ ტელევიზორში. საჭმელებიდან – ლობიო, ტკბილეულიდან–„ სნიკერსი“.

რაჟიკო ლაღაძე.

მევარ რაჟიკო ვცხოვრობ ჭავჭავაძისპროსპექტზე.

მიტაცებჭიდაობა.მინდა ცნობილი მოჭიდავე გამოვიდე. ძალიან მიყვარე ჩემი სკოლა, მასწავლებელი და ამხანაგები მე მინდა კარგად ვისწავლო და ვასახელო ჩემი სკოლა. ძალიან მიყვარს ,, სნიკერსი" საჭმელებიდან დაჭრილი სალათა. ხშირად ვთამაშობ ჩემს ტოლებთან ,,დაჭერობანას".

ანა ხაჭაპურიძე

ანა ხაჭაპურიძე 7 წლის. მე ვსწავლობ ქალაქ ქუთაისში 31-ე საჯარო
სკოლაში. ჩემს ოჯახში ვცხოვრობთ: დედა, მამა, ბებო, ჩემი ძმა და მე. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით. მიყვარს ქართული ენა. ტკბილეული. ხილიდან: ბროწეული, ვაშლი, მსხალი და სხვა. ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობთ „მგელობანას“.





ვიკა ბოდოკია
მე ვარ ვიკა. ვცხოვრობ ქუთაისში ჩეხოვის ქუჩაზე. ჩემს ოჯახს გაგაცნობთ. ესენია: დედა, მამა, ბებია, ბაბუა და მე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. არ ვჩხუბობთ და ხმამაღლაც კი არ ვსაუბრობთ. მე ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. ძალიან მომწონს ცეკვა. ყველა საგანი მიყვარს, რასაც სკოლაში გვასწავლიან. ხილიდან – მარწყვი. თამაში– „ გაშეშობია“, „ კრასკობია“.






თამუნა კილაძე
მე ვარ თამუნა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა კომპიუტერების კაბინეტში შევდივართ, იქ ვმუშაობთ კომპიუტერებზე.ჩემი სკოლა ძალიან ლამაზია. სკოლის ეზოში ეკლესიაა,სადაც ხშირად დავდივარ და ვლოცულობ. მე მომწონს ცეკვა.თამაშებში ხშირად ვთამაშობ თოჯინებით, რაც ძალიან მიყვარს...



თორნიკე სვანიძე
მე ვარ თორნიკე, ვსწავლობ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლისII
კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი ამხანაგები და ნინო მასწავლებელი. ჩემი ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა და მე. ძალიან მიყვარსცეკვა და კომპიუტერის თამაში. ჩემი სურვილია ვიცხოვრო გაბრწყინებულ საქართველოში, სადაც ყველა იქნება ბედნიერი.



ლუკა გოგიაშვილი
მე მქვია ლუკა. მე ვარ 7 წლის. ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში მე- 2 კლასში. ჩემს ოჯახში ცხოვრობენ: დედა, მამა და მე. მე ძალიან მინდა მყავდეს პატარა ძმა. ეხლა სულ მარტო მიწევს
თამაში ძმა რომ მყავდეს გავერთობოდით. მიყვარს
სათავგადასავლო ფილმების ყურება. ძალიან მიყვარს სიმყუდროვე და კომფორტი. ვარჯიშობ კარატეში, მინდა ვიყო ძლიერი და ვაჟკაცური. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ამიტომ სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს. ნინო მასწავლებელი კი ჩემი უფროსი მეგობარია
.




ნიკა ხურციძე
მე ვარ ნიკა, 7 წლის. ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლაში. მე დავდივარ კინო-გადაღებაზე, ჭადრაკში. სკოლა ძალიან მიყვარს. კიდევ ძალიან მაინტერესებს ცურვა, როგორ აფართხალებენ

ხელებს და ფეხებს, რომ არ იძირებიან, მე ასე მგ

ონია, რომ ამ დროს წარმოიქმნება რაღაცნაირი ტალღები, ქვევით, რომ დაეჯახება, უკან ბრუნდება და ზევით გვაგდებს. ჩემი ჰობია ხატვა. თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს და ვთამაშობ მანქანებით. ყველაზე ძალიან მეცნიერება მაინტერესებს და სურვილი მაქვს გავხდე მეცნიერი, ამისათვის კარგად უნდა ვისწავლო და ბევრი უნდა ვიმეცადინო. ძალიან მიყვარს შოკოლადი, ხილი დ

ა ხინკალი.

ანანო თევზაძე
მე შარშან ვსწავლობდი ქალაქ თბილისში, წელს გადმ
ოვედი ქუთაისში და ვსწავლოდ 31-ე საჯარო სკოლაში.მართალია ჩემი ძველი ამხანაგები მენატრება, მაგრამ ამ ამხანაგებს და ამ სკოლას მალე შევეჩვიე და აქედანაც რომ მომიხდეს წასვლა ძალიან გამიჭირდება. ჩემს ოჯახში ვცხოვრობთ: ბებია, დედა, ჩემი და და მე. ძალიან მიყვარს ქართული ენა. თამაშიდან–„გაშეშობანა“, ხილიდან–ნესვი.
მარი ლომიძე
მე მქვია მარიამი, ჩემი გვარია ლომიე. მე ვსწავლობდი 44-ე საჯარ
ო ს
კოლაში, მაგრამ ეხლა ვსწავლობ 31-ე საჯარო სკოლა
ში II/1 კლასში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. მე მიყვარს სწავლა, მეცადინეობა, მინდა გამოვიდე ფარმაცევტი და ჩემი ოცნებაა მონაწილეობა მივიღო და გავიმარჯვო ტელეგადაცემაში „ყველაზე ჭკვიანი“.

,,მხიარული სტარტები"







ჩვენო დედიკოები: დედის დღეს გილოცავთ!!!

ჩემი მიღწევები


ინოვაციური გაკვეთილის სურათები...



თამაში " ეტალონი"

View more presentations from ninuci.

ინტეგრირებული - ინოვაციური გაკვეთილი
მათემატიკაში,
ბუნებასა
და ქართულში.






ექსკურსიაზე...



,,ჩვენი მოგზაურობა მზის სისტემაში"...
(ფანტასტიკური მოთხრობები)
ედუილ ოლდრინმა გადაწყვიტა მთვარეზე წასვლა. ერთ დღეს მართლაც შეისრულა თავისი ოცნება. აი, დადგა ის ნანატრი დღე... ის გაემგზავრა მის მეგობართან ერთად მთვარეზე. იქ აღმოაჩინა კრატერი. უკან დაბრუნებული ყველას მოუყვა გასაოცარ ამბავს, რაც მთვარეზე შეემთხვათ მას და მის მეგობარს...
ანა ბალანჩივაძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
იყო და არა იყო რა. იყო ორი ძმა. ორივენი კოსმოსში მოგზაურობაზე ფიქრობდნენ. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ მთვარეზე გაფრენილიყვნენ.მალე მათ კიდევ ორი მეგობარი შემოუერთდათ. ძმებმა მათ შეეკითხეს მთვარის შესახებ, მეგობრებმა ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. თურმე ისისნი ძველი კოსმონავტები იყვნენ. მათ ძმებს ისეთი საოცარი ქვები აჩვენეს, რომელიც არსად არ ენახა ადამიანის თვალს და თან აუხსნეს ეს მთვარიდან ჩამოტანილი ქვებიაო. ძმები დიდი ინტერესით უსმენდნენ მეგობრების მოყოლილ ამბებს და სულ უფრო მეტად უჩნდებოდათ სურვილი, რომ მთვარეზე ერთხელ მაინც დაედგათ ფეხი.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
გიორგი გეგენავა.
29 სექტემბერი 2010წ.
ერთხელ ჩემი ძმა კოსმოსში წავიდა და მთელი მზის სისტემა დაათვალიერა. სახლში დაბრუნების შემდეგ ყველას მოგვიყვა იმ საოცარი თავგადასავლის შესახებ, რაც მას თავს გადახდა კოსმოსში მოგზაურობის დროს: რამდენი პლანეტა ნახა, როგორი იყვნენ ისისნი გარეგნულად, რისგან შედგებოდნენ, მაგრამ მისი აზრით ყველაზე ლამაზი მაინც ჩვენი დედამიწაა. მეც ვეთანხმები ამ აზრს....
მარი ხმელიძე.
2010წ. 27 სექტემბერი.
მე ერთხელ კოსმოსში ვიყავი. ძალიან მომეწონა უსაზღვრო სივრცე. ჩვენი თანამგზავრი მთვარეც დავათვალიერე. იქ დიდი ლოდები დაკრატერები ვნახე. ბევრი ვეძებე წყალი ხომ არ არისთქო, მაგრამ ვერ ვიპოვე. ნერე ისევ დედამიწაზე დავბრუნდი და ჩემს ახლობლებს ყველას მოვუყევი ნანახი ამბები.
ვიკა ბოდოკია.
2010წ.29სექტემბერი.
მე ერთხელ იუპიტერზე ვიყავი წასული. იქ რომ მივფრინდი ვიღაც კოსმონავტები დამხვდნენ, რომლებიც ყველა პლანეტას ჭოგრიტით ათვალიერებდნენ. მეც მომინდა დათვალიერება, ჩუმად მივეპარე და ჩავიხედე, ისინი დედამიწას უყურებდნენ. მე ძალიან მომეწონა ეს ცისფერი პლანეტა. რომ დავინახე ისინი ჩემსკენ წამოვიდნენ, ჩავჯექი რაკეტაში და დედამიწაზე ჩამოვფრინდი.
ანანო თევზაძე.
29 სექტემბერი. 2010წ.
ჩემი მეგობარი დედამიწის გარშემო მოგზაურობდა, როცა ჩამოვიდა მოგზაურობიდან მიამბო იქ რაც მოხდა. ასე მითხრა იქ ხმელეთი და წყალი საოცრად ლამაზად ჩანსო, ასევე ლამაზია სხვა პლანეტებიცო, რომელზედაც ჯერ ადამიანს ფეხი არ დაუდგამსო. მე სურვილი გამიჩნდა, რომ წავიდე სამოგზაუროდ მზის სისტემაში და ჩემი თვალით დავინახო ყველაფერი.
თეკლე მელაძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
ერთხელ მე გავფრინდი კოსმოსში. იქ დავინახე, რომ ტყველაზე ახლოს დედამიწასთან არის ბურთის ფორმის მთვარე, როცა ძირს ჩავიხედე ძალიან შემეშინდა. მზე ძლიერ აცხუნებდა. მთვარეზე როცა დავჯექი და გავიარე მეგონა თითქოს ორმოებიან პლანეტაზე ვიყავი. მთვარე დედამიწიდან ყინვის ბურთს ჰგავდა. მზე დუღდუღებდა. საოცარი რამ ვნახე. დედამიწა წყლით, ხმელეთითა და ღრუბლებით იყო დაფარული. ასე მეგონა დედამიწაზე მთვარე დადნებოდა და წყალდიდობა მოხდებოდა. მე სასწრაფოდ დავესჰვი დედამიწაზე, რომ ყველაფერი თავიდან ამეცილებია ჩვენი ლამაზი პლანეტისათვის.
მარიამ ლომიძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
ერთი კაცი მთვარეზე გაფრინდა. იქ ბევრი უცხოპლანეტელი იყო. კოსმონავტს უთხრეს: რომელ პლანეტაზე ხარ? კოსმონავტმა უთხრა: დედამიწიდან ვარ. კოსმონავტი ჩავიდა თავის ქვეყანაში, უცხოპლანეტელებმა მიაგნეს და დაიმახსოვრეს მისი სახლის ადგილი და იქ მიაკითხეს. კოსმონავტმა დაათვალიერებია ყველაფერი მის პლანეტაზე. უცხოპლანეტელებს ძალიან მოეწონათ დედამიწა. ყველაზე მეტად გააოცათ იმან, რომ აქ ჰაერი იყო. და კარგად სუნთქავდნენ. მათ პლანეტაზე ხომ არ არის ჰაერი. მათ მოუნდათ დედამიწაზე დარჩენა და დარჩნენ კიდეც საცხოვრებლად და დიდხანს და ტკბილად იცხოვრეს.
სერგო ხონელიძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
ჩემი მეგობარი კოსმოსში წავიდა. ერთ პლანეტაზე რომ დაჯდა, იქ ისეთი ქვა იპოვა, რომ ყველაფერ სურვილს უსრულებდა. ჟანგბადი გამოელია, მაგრამ მაინც სუნთქავდა და გაკვირვებული იყო. მთვარიდან მარსზე გადავიდა, სადაც სხვაპლანეტელები შეხვდნენ. მან ისინი გაიცნო, დამეგობრდნენ და ერთად ჩამოვიდნდნ დედამიწაზე.
რაჟიკო ლათაძე.
2010წ.29 სექტემბერი.

მე გავფრინდი მზეზე, საკმაოდ ახლოს რომ მივედი, ძალიან დაცხა, რაკეტის ერთი გვერდი ისე გახურდა მეგონა ცეცხლი ეკიდა,მაგრამ მაინც შევძელი შემომეფრინა მის ირგვლივ.ვიყავი სხვა პლანეტებზეც,ვიყავი მთვარეზე, იქ ძალიან დიდი ორმოები იყო, ყველაზე ძალიან იუპიტერი მომეწონა,ფერადი იყო. მე დავრწმუნდი, რომ არცერთ პლანეტაზე სიცოცხლე არ იყო. დავბრუნდი ჩემს მშობლიურ დედამიწაზე.
ნიკა ხურციძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
ერთხელ ჩემი დეიდაშვილი წავიდა კოსმოსში და იქედან ბევრი რამ ჩამომიტანა. საოცარი ქვები და ლამაზი თვლები. მე ყველას ვაჩვენე და ყველანი გაკვირვებულები ათვალიერებდნენ ჩემს ნივთებს.
მარი გარაყანიძე.
2010წ. 29 სექტემბერი.
ერთხელ ჩემი მეგობარი მარტო გაფრინდა კოსმოსში. ავიდა მთვარეზე. იქ ნახა უცხოპლანეტელები, მთვარე და სხვა ვარსკვლავები და ბევრი სურათები გადაიღო. შემდეგ რომ ჩამოვიდა ყველას გვაჩვენა თუ როგორი სილამაზეა კოსმოსში.
მარიამ რევიშვილი.
2010წ.29 სექტემბერი.
ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი წავედით პლანეტა ვენერაზე. მას შავი ღრუბლები ჰქონდა შემოხვეული, ზოგ ადგილებში კი ბრჭყვინავდა, შემდეგ სხვა პლანეტებსაც ვესტუმრეთ და კარგად შევისწავლეთ.
ლანა მამრიკიშვილი.
2010წ. 29 სექტემბერი.
ერთხელ ჩემი მეგობარი წავიდა კოსმოსში და იქ მიწაზე დაადგა ფეხი. იქ იყო ბევრი ვარსკვლავები. ბევრი რაკეტები დაფრინავდა. მერე დადგა მთვარეზე. რომ ჩამოვიდა დედამიწაზე მომიყვა ყველაფერი და მეც ვიფიქრე წასვლა და ერთ დღეს მართლაც წავედი და წავიყვანე ჩემი ძაღლი მე ვფიქრობდი რომ მოკვდება, მაგრამ მაინც წავიყვანე. როცა ჩამოვედი ძაღლი ცოცხალი იყო.
ნინი ქოჩქიანი.
2010წ. 29 სექტემბერი.